ინიესტა კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზადაა

ინიესტა კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზადაა

"TV3" – თან საუბრისას კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა: "ვიმედოვნებ, რომ ცნობები ინიესტას გახანგრძლივებული კონტრაქტის თაობაზე სულ მალე გამოცხადდება."

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა. შეგახსენებთ, რომ ინიესტას კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება. "ინიესტა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის გუნდის ქვაკუთხედია. მესის შემდეგ ანდრესი პირველია გუნდში." როსელმა ასევე აღნიშნა, რომ ცდილობს ვალდესი "ბარსელონაში" დარჩენაზე დაითანხმოს.

პრეზიედნტმა ასევე ახსენა, რომ ის კონტრაქტის გახანგრძლივებას კლუბის სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტათვისაც აპირებს. მის კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. "კონტაქტის გახანგრძლივებას სუბისარეტასაც ვთავაზობთ. ძალიან მომწონს მისი მუშაობის პროცესი და მას როგორც პიროვნებას დიდად ვაფასებ."

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.