როსელი: ”დროა მესის ახალ კონტრაქტზე მუშაობა დავიწყოთ”
”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი მიმდინარე სეზონში ლეო მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.
”მესის ამჟამინდელი კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2016 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა ჩვენგან უპატივცემულობა იქნება, თუკი მისი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე არ ვიმუშავებთ. დღევანდელ დღეს მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის, თუმცა არ ნიშნავს, რომ მუშაობა არ დაიწყება. ვფიქრობ, რომ ლეოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა მალე დაიწყება” - განაცხადა სანდრო როსელმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიმდინარე სეზონში ”ბარსა” ლეოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდებოდა. ასევე ვრცელდებოდა, რომ არგენტინელს შეიძლება სამუდამო კონტრაქტი შესთავაზონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]