"მესის თანხის გაზრდა არ მოუთხოვია" - სანდრო როსელი
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ახალი კონტრაქტის თანახმად რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა, ლეო მესის კლუბთან ახალი კონტრაქტის დადება არ მოუთხოვია.
პორტუგალიელმა ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას ხელი ახლახანს მოაწერა. კონტრქტის თანახმად ის სეზონში 21 მლნ ევროს მიიღებს.
"იქონია, თუ არა რონალდუს კონტრაქტმა გავლენა მესიზე? მესის ჩვენთვის არაფერი უთქვამს. ლეო მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს და ამით ძალიან ბედნიერია" - განაცხადა პრეზიდენტმა.
სანდრო როსელმა ანდრეს ინიესტაზეც გაამახვილა ყურადღება: "ინიესტას კონტრაქტი პრობლემებს არ შეგვიქმნის, რადგან ორივე მხარის მიზანი განახლებული ხელშეკრულების დადებაა."
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]