სავარჯიშო სესია 11/9/2013
პირველი გუნდის წევრებმა "სიუტატ ესპორტივაზე" საღამოს ვარჯიში ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ჩაატარეს. დღევანდელ სავარჯიშო სესიას კი სანაკრებო შეხვედრებში მონაწილე ფეხბურთელები – ნეიმარი, ალექსისი, სონგი, სერხი რობერტო, ვალდესი, ალბა, ჩავი, ინიესტა, პედრო და ფაბრეგასი დაესწრნენ.
ზემოთ ჩამოთვლილმა ფებურთელებმა გუნდთან ერთად ვარჯიში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისა და ამხანაგური შეხვედრების შემდეგ განაახლეს. დღევანდელ სესიას დანი ალვესი და სერხიო ბუსკეტსიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ მცირე დატვირთვით ივარჯიშეს. რაც შეეხება გუნდის კაპიტანს, მან კვლავ თანაგუნდელებისგან განცალკევებით ივარჯიშა.
მომდევნო სავარჯიშო სესიას გუნდი "სიუტატ ესპორტივაზე" ხვალ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=X2XL8zhjXok]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]