ადრიანო: "სევილიას" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია"

ადრიანო: "სევილიას" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია"

სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ადრიანო კორეირამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფეხბურთელი 6 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა ანდალუსიურ კლუბში. მან განაცხადა: "მიუხედავად იმ რთული ეტაპისა, რომელიც ახლა გუნდს უდგას, "სევილიას" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებული და რთულია."

მიუხედავად იმისა, რომ გუნმა სამ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო, ადრიანო მაინც ღელავს: "ემერის გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევაა. მნიშვნელობა არ აქვს გუნდი შინ თამაშობს, თუ გასვლაზე. ეს იქნება რთული შეხვერდა, თუმცა ამაზე მძიმე მატჩებიც გადაგვიტანია."

"მე სხვადასხვა პოზიციაზე შემიძლია ასპარეზობა, თუ საჭირო გახდება ცენტრალური დამცველის როლის მორგებაც არ გამიჭირდება, რადგან ვარჯიშებზე ხშირად ვთამაშობ ამ პოზიციაზე. ტატა მენდობა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის უმთავრესი კარგი მატჩის ჩატარებაა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვიასპარეზებ. ტატა აქ რაღაც–რაღაცების შესაცვლელად არ მოსულა, მას სურს ვიასპარეზოთ ისე, როგორც ამას გასულ სეზონში ვაკეთებდით."

ადრიანოსთვის ეს კლუბში გატარებული მეოთხე სეზონი იქნება, მიუხედავად გადატანილი ტრავმებისა ფეხბურთელი აცხადებს: "მინდა, რომ უფო დავიხვეწო. გასული სეოზონის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ვმუშაობ."

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.