"ბარსელონა" - "სევილია". ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ
გუშინ საღამოს "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდა და საკმაოდ მძიმე მატჩში სამი ქულის მოპოვება შეძლო. მატჩის შემდეგ მასკერანომ განაცხადა: "ძალიან ბევრი რამის გაუმჯობესება მოგვიწევს, ჩვენი შეცდომების გამო თამაში ფრემდე მივიყვანეთ. ძალიან გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ, თუმცა ყოველთვის ასე არ იქნება. მომავალში ყველაფერი გართულდება" - განაცხადა არგენტინელმა.
მასკერანომ გუშინდელ მატჩში ძალიან დამაჯერებლად იასპარეზა და "კამპ ნოუზე" შეკრებილი გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა. ისინი თამაშის განმავლობაში მასკერანოს სახელს სკანდირებდნენ. როდესაც ამაზე ფეხბურთელს ჰკითხეს, არგენტინელმა უპასუხა: " ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი არა ინდივიდუალური გამოსვლა, არამედ მთლიანი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხია."
მატჩის შემდეგ "Barca Tv"-ის ალვესის გაესაუბრა: "სევილიას" წინააღმდეგ გატანილ გოლებს არ აღვნიშნავ. მე მათთან განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს. სწორედ ამ გუნდმა გამიხსნა ევროპული ფეხბურთისკენ მიმავალი კარი."
"ძალიან რთული მატჩი იყო" - განაცხადა ბრაზილიელმა. "მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები კონტრშეტევებით ნადვილად დიდ ზიანს გვაყენებდნენ, თუმცა შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, რადგან ჩვენ მეტოქეზე მეტი სახიფათო მომენტი შევქმენით."
ლა ლიგაში მოპოვებული ოთხი გამარჯვების შემდეგ დროა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთოს: "ძალიან რთული შეჯიბრია. საკუთარი თავები კი მაქსიმალურად უნდა მოვამზადოთ." როდესაც ფეხბურთელს "აიაქსზე" ჰკითხეს, მან განაცხადა: "ეს არის გუნდი - სკოლა - რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში."
მატჩის შემდეგ კომენტარები სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:
სერხიო ბუსკეტსი
"ის რაც დღეს მოხდა ყოველთვის არ განმეორდება. ტატასთანაც იგივე ფეხბურთს ვთამაშობ რასაც სხვა დროს ვთამაშობდი. ფოკუსირება მხოლოდ და მხოლოდ წინსვლაზე უნდა მოვახდინო."
ვიქტორ ვალდესი
"ჩვენმა სურვილმა წავსულიყავით წინ, "სევილიას" ფეხბურთელებს სივრცე მისცა და მათაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს."
"გარკვეულ მომენტებში კონტროლი დავკარგეთ, რამაც "სევილიას" ფეხბურთელებს თამაშში ჩართვის საშუალება მისცა."
"ბარსასა" და "სევილიას" შორის დაპირისპირება ყოველთვის ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია."
"ყველა მსაჯი უშვებს შეცდომას, თუმცა არ მგონია ეს გადამწყვეტი ყოფილიყოს."
ალექსისი
"ჩვენ "ბარსა" ვართ. მოედანზე ბოლო წუთამდე უნა ვიბრძოლოთ."
"გამიმართლა რადგან ბურთი ჩემთან მოვიდა და სწორედ მე შევძელი გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გოლის გატანა."
[media=http://www.youtube.com/watch?v=IUm-jZ8HW44]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]