ალვესი ნეიმარს აქებს

ალვესი ნეიმარს აქებს

"ბარსელონას" მცველმა თავის თანამემამულესა და ახლა უკვე თანაკლუბელზე დადებითად ისაუბრა.

"ვფიქრობ, ნეიმარი არის იმ რამდენიმე მოთამაშეთაგან ერთ-ერთი, რომელსაც დაბადებისას ღმერთი შეეხო და მას უთხრა: "შენ იქნები ფეხბურთელი", - აცხადებს დანი ალვესი.

"იგი დიდი ფეხბურთელია, რომელიც დიდ გუნდში თამაშობს. ხალხი მის მაქსიმალურ შესაძლებლობებს სულ მალე იხილავს".

"ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს მომავალ ჩემპიონად მიიჩნევს, თუმცა ამის თქმას ოთხი თვის წინ ვერავინ შეძლებდა", - დაასრულა კატალონიელთა ბრაზილიელმა მცველმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.