"ბარსელონა" "სევილიასთან" - ბუსკეტსთან ერთად და პედროს გარეშე

"ბარსელონა" "სევილიასთან" - ბუსკეტსთან ერთად და პედროს გარეშე

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ ის 20 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "სევილიასთან" გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ. ამ სიაშია სერხიო ბუსკეტსი, რომლის თამაშიც საეჭვო იყო. განაცხადს უბრუნდებიან ჩავი და ალექსის სანჩესი. შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებმა "ვალენსიასთან" დაისვენეს.

კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი. მის გარდა, "სევილიასთან" პედრო როდრიგესიც ვერ ითამაშებს.

"ბარსელონას" სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, მასკერანო, ბარტრა, ალბა, ადრიანო, ალვესი, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, სონგი, ფაბრეგასი, ჩავი, ინიესტა, დოს სანტოსი, სანჩესი, მესი, ნეიმარი, ტელიო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.