განაცხადი "აიაქსთან" მატჩისთვის
ტატა მარტინომ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, "აიაქსის" წინააღმდეგ თამაშის შანსი ექნებათ. განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა კარლეს პუიოლი, არადა, იყო იმედი, რომ კაპიტანი ამსტერდამელებთან გასამართი მატჩისთვის მზად იქნებოდა.
პუიოლის გარდა, ტრავმების გამო, განაცხადში ვერ მოხვდნენ ხორდი ალბა, ისააკ კუენკა და იბრაჰიმ აფელაი. ასევე განაცხადს მიღმა დარჩა გუნდის მე-3 მეკარე ოიერ ოლასაბალი.
"აიქსთან" მატჩისთვის "ბარსელონას" გაფართოებული, 20-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, დოს სანტოსი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ტელიო, ადრიანო, ალვესი, ს. რობერტო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]