"ბარსელონა" – "სოსიედადი": "კამპ ნოუზე" დაპირისპირების ისტორია
1928/29 წლების სეზონიდან, 2012/2013 წლების სეზონზებამდე, "ბარსელონა" და "რეალ სოსიედადი" ერთმანეთს კატალონიში 66–ჯერ დაუპირისპირდნენ. "ბარსელონას" კი სახლში გამართულ ამ შეხვედრებში ფანტასტიკური შედეგი აქვს დაფიქსირებული, 56 მოგება, 7 ფრე და მხოლოდ 3 მარცხი. უკანასკნელად სტუმრებმა 1991 წლის 18 მაისს, ანგარიშით 3–1 დაამარცხეს მასპინძლები.
"კამპ ნოუზე" "ბარსასა" და "სოსიედადის" ბოლო დაპირისპირება მასპინძლების სასრგებლოდ წარიმართა. მათ 5–1 სძლიეს მეტოქეს. ამ შეხვედრაში გოლბი პუიოლის, მესის (2), პედროსა და ვილიას ანგარიშზეა.
ხაგობა არასატეს გაწვრთნილი გუნდი "კამპ ნოუს" 24 სექტემბერს ისტორიის შესაცვლელად ეწვევა (თბილისის დროით 22:00). მიმდინარე სეზონზე "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელებმა ლა ლიგაზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს და ერთხელ დამარცხდნენ, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მათ ასევე მარცხი იწვნიეს ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში "შახტართან". ესპანელებმა ორი უპასუხო ბურთი გაუშვეს საკუთარ კარში.
ბოლო 10 მოგება:
2000/01 "ბარსა" – "სოსიედადი" 3–0
2001/02 "ბარსა" – "სოსიედადი" 2–0
2002/03 "ბარსა" – "სოსიედადი" 2–1
2003/04 "ბარსა" – "სოსიედადი" 1–0
2004/05 "ბარსა" – "სოსიედადი" 1–0
2005/06 "ბარსა" – "სოსიედადი" 5–0
2006/07 "ბარსა" – "სოსიედადი" 1–0
2010/11 "ბარსა" – "სოსიედადი" 5–0
2011/12 "ბარსა" – "სოსიედადი" 2–1
2012/13 "ბარსა" – "სოსიედადი" 5–1
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]