"ბარსელონა" – "რეალ სოსიედადი": იცით, თუ არა რომ ...
დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს:
- დღეს "კამპ ნოუს" 56 წლის იუბილეა.
- "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელები "კამპ ნოუზე" ჩატარებულ უკანასკნელ 15 შეხვედრაში დამარცხდნენ.
- გასულ სეზონზე გამართული შეხვედრა კატალონიელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 5–1 დასრულდა.
- "რეალ სოსიედადს" "კამპ ნოუზე" 1990/91 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია. სტუმრებმა მეტოქეს ანგარიშით 3–1 სძლიეს, თუმცა ამ შეხვერდამდეც უდავო იყო, რომ ლიგის თასს "ბარსელონა" აღმართავდა.
- 2007–2010 წლების განმავლობაში, ამ ორ გუნდს ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშია, მიზეზი კი "რეალ სოსიედადის" მეორე დივიზიონში დაქვეითება გახლდათ.
- "ბარსელონასა" და "რეალ სოსიედადს" შორის გამართულ მატჩებში კატალონიელებმა 49ჯერ სძლიეს მეტოქეს, 16 მატჩი ფრედ დასრულდა, 18 შეხვერდაში კი ისინი დამარცხდნენ.
- იმ შემთვევაში, თუ დღეს მასპინძლები მოიგებენ, ეს მიმდინარე სეზონზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იქნება, მსგავსი რამ კი კლუბის ისტორიაში ხუთჯერ დაფიქსირდა.
- მწვრთნელები, რომელთაც ამ მაჩვენებლის დაფიქსირება შეძლეს არიან: ჯეიმს ბელამი (1929/30), იოჰან კრუიფი (1990/91), ლუის ვან გაალი (1997/98), პეპ გვარდიოლა (2009/2010), ტიტო ვილანოვა (2010/13).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]