ჰიონესი: "იბრაჰიმოვიჩი - იმედგაცრუებული პრიმადონაა"

ჰიონესი: "იბრაჰიმოვიჩი - იმედგაცრუებული პრიმადონაა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მორიგი კრიტიკის შემდგომ, რომელიც ფეხბურთელმა კვლავ ხოსეპ გვარდიოლას მისამართით გააკეთა, "ბაიერნის" პრეზიდენტი, ული ჰიონესი გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა მისსა და გვარდიოლას შორის აგორებულ წარსულში მომხდარ კონფლიქტში ამჯერად მიზეზად კიდევ ერთი პირი "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ჩართო. იტყობინება, Bild. 

"ჩვენი მოსაზრება პეპ გვარდიოლას მიმართ ცალსახად განსხვავდება, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოსაზრებასთან. თუ თქვენ მთხოვთ მე იბრაჰიმოვიჩის დახასიათებას, მაშინ მე გეტყვით, რომ ის ყველაზე იმედგაცრუებული ნამდვილი პრიმადონაა. ფაქტია, რომ ის ამ დრომდე ვერ ეგუება "ბარსელონადან" წასვლას. არცერთი გუნდი არ ყოფილა ბედნიერი, როდესაც მის შემადგენლობაში ზლატანი იმყოფებოდა. მას გუნდისათვის მუდამ პრობლემები მოაქვს." - განაცხდა, ჰიონესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.