ლაპორტა: ”იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლას თხოვნით შევიძინეთ”
კატალონიის ”ბარსელონას” ექს-პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ლაპორტას განცხადებით, იბრაჰიმოვიჩის ხილვა ”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბს, მათ შორის ხოსეპ გვარდიოლას სურდა.
”ჩვენ იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლასა და მისი ასისტენტების თხოვნის გამო შევიძინეთ. მათ გადაწყვიტეს, რომ გუნდში ცვლილებები იყო საჭირო: სამუელ ეტო’ოს უნდა დაეტოვებია კლუბი და მის ადგილას სწორედ ზლატანს მოიაზრებდნენ. მაშინ ოთხი ფეხბურთელი სახელმა გაიჟღერა: იბრაგიმოვიჩი, ვილია, ფორლანი და მეოთხე, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა პრესისთვის. ვილიას შესყიდვა ვერ მოვახერხეთ სატრანსფერო ფასის გამო, ხოლო ”ატლეტიკო” ვერ შეელია ფორლანს. ასე, რომ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა.”- განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად იბრაჰიმოვიჩი არენდით ”მილანშია” განათხოვრებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]