ვალდესი იმედოვნებს, რომ კარიერას ინგლისში გააგრძელებს
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 31 წლის მეკარე, ვიქტორ ვალდესი სავარაუდოდ "ბარსელონას" დატოვების შემდეგ უარს იტყვის, ფრანგულ "მონაკოში" გადასვლაზე. იტყობინება, El Mundo Deportivo.
დმიტრი რიბოლევლოვის გუნდი მზად არის ესპანელის კონტრაქტის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს: 4 წლიანი კონტრაქტი და ანაზღარუების სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო, რომელიც გადასვლის შემთხვევაში ბონუსად დამატებით 20 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
თუმცა თავად ვალდესმა უკვე გადაწყვიტა, რომ მას თამაში არა საფრანგეთში, არამედ ინგლისში სურს სავარაუდოდ კი ის პრემიერლიგის ერთ-ერთ გრანდში გადავა. აქვე გეტყვით, რომ ვალდესის მიმართ ინტერესებს აქამდე ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული" იჩენდა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბს სწორედ ამ პერიოდში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]