სტატისტიკა და ფაქტები: სანდრო როსელი
შაბათს გენერალური ასამბლეა გაიმართა სადაც კლუბის ბორდისა და დირექტორების სამწლიანი მოღვაწეობა შეფასდა. წარმოგიდგენთ ფაქტებსა და სტატისტიკას სანდო როსელის სამწლიანი პრეზიდენტობიდან:
- ამ წლების განმავლობაში კლუბმა 57 ტიტულის მოგება შეძლო, ეს თასები სხვადასხვა პროფესიულმა გუნდებმა გადაინაწილეს - ფეხბურთი, კალათბურთი, ჰოკეი, ფუტსალი და ქალთა საფეხბურთო გუნდი.
- 2011/12 წლების სეზონზე გუნდებმა 17 თასის აღმართვა შეძლეს.
- "კამპ ნოუზე" სეზონური ბილეთის საშუალო ფასი 536 ევროა, ეს კი ევროპაში ყველაზე დაბალი ფასია.
- კლუბის ოფიცილური საიტების ენა 3დან 8მდე გაიზარდა - კატალონიური, ესპანური, ინგლისური, ფრანგული, ჩინური, იაპონური, არაბული და ინდონეზიური - გაიზარდა გვერდის მომხმარებელთა რიცხვიც, რომელმაც თვიურად 45 მლნ ვიზიტორი შეადგინა.
- 2009/10 წლების სეზონზე "კამპ ნოუზე" ბილეთების გაყიდვის მაჩვენებელი 64%ით გაიზარდა.
- გასულ სამ წელიწადში კლუბმა ახალგაზრდულ გუნდებში 73 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადო - სეზონზე 24.5 მლნ ევრო.
- "ბარსელონას" მუზეუმს ყოველწლიურად 1.5 მლნ ნახველი ჰყავს.
- 2010 წელს კლუბის ვალი 430 მლნ ევრო იყო. ახლა კი თანხის რაოდენობა 331 მნლ ვერომდე ჩემცირდა.
- ამ წლების განმავლობაში კლუბმა სმარტფონების 13 აპლიკაცია გამოუშვა, რამაც თავის მხრივ კლუბს 1.6 მლნ ევრო შესძინა.
- ამ წლების განმავლობაში კლუბის სეზონური ბილეთების შეძენა უფრო ხელმისაწვდომი გახდა. გაიცა 361 მსაგვსი ბილეთი, მათგან 14 კი შეზღუდული შესაძლებლობების პირებს გადაეცათ.
- სამი წლის განმავლობაში გაიზარდა კლუბის მიერ ნაწარმოები საქონელის გაყიდვაც, ამან კი კლუბს დამატებით 15 მლნ ევრო მოუტანა.
წარმოგიდგენთ გენერალური ასამბლეის ამსახველ ფოტოებს:
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]