მარტინო: "გუნდს შეტევების დასრულების სტადიაში სიზუსტე დააკლდა"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი ხერარდო მარტინო უკმაყოფილო დარჩა გუშინდელ მატჩში, "ოსასუნას" წინააღმდეგ მისი გუნდის მიერ ნაჩვენები მომენტების ცუდი რეალიზაციის გამო. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩი ამ ორ გუნდს შორის ფრედ, (0:0) დასრულდა. იტყობინება, SkySports.
"ფრე - ეს არც თუ ისე კარგი შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საგოლე მომენტები შევქმენით, გამარჯვება უნდა მოგვეპოვებინა, თუმცა ჩვენ არც თუ ისე ზუსტად ვმოქმედებდით მეტოქის კართან. საერთო ჯამში, მე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, დონე კი არ შეცვლილა ცუდი მხრისკენ. პირველ ტაიმში ჩვენ უკანასკნელი პასი დაგვაკლდა - მთელი თამაშის განმავლობაში კი, სანტიმეტრებიღა გვაკლდა მიზნის მისაღწევად." - განაცხადა, მარტინომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]