პუიოლი: "დაბრუნებით მოხარული ვარ, მაგრამ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო"
კატალონიის "ბარსელონას" 35 წლის ესპანელმა მცველმა, კარლეს პუიოლმა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს გუშინდელ მატჩში დაუბრუნდა, სადაც მისი გუნდი ლა ლიგის მე-9 ტურში "ოსასუნას" დაუპირისპირდა (0:0), კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Barcastuff.
"მე მოხარული ვარ მოედანზე დაბრუნებით. თვეები, რომელიც აღდგენით პროცესს დასჭირდა საკმაოდ მძიმე იყო. თამაშის შედეგით მე უკმაყოფილო ვარ, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ აქ ყველაფერი ადვილი არ იქნებოდა. ყოველ დღე მე თავს უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ, უკანასკნელ პერიოდში მე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. მე დაუღალავად ვშრომობდი და სათამაშოდაც მზად ვიყავი." - ამბობს, პუიოლი.
"ჩვენ თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით, მაგრამ უპირატესობის რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. დაგვაკლდა სიზუსტე შეტევების დასრულებისას." - დაასრულა, კაპიტანმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]