განაცხადს პიკე დაუბრუნდა და ადრიანო გამოაკლდა

განაცხადს პიკე დაუბრუნდა და ადრიანო გამოაკლდა

"ესპანიოლთან" გასამართი მატჩის წინ, "ბარსელონას" განაცხადს ხერარდ პიკე დაუბრუნდა, მაგრამ ადრიანო გამოაკლდა. ბრაზილიელის არყოფნის მიზეზი "სელტასთან" მიღებული ტრავმაა.

ლა ლიგის გასულ ტურში, როდესაც "ბარსელონა" "სელტას" სტუმრობდა, ადრიანომ ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო. ბრაზილიელის დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ ტატა მარტინომ, თავის დაზღვევის მიზნით, ის "ესპანიოლთან" გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. სამაგიეროდ, განაცხადში მოხვდა ხერარდ პიკე, რომელმაც "სელტასთან" მატჩი გამოტოვა.

"ესპანიოლთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადში მოხვდნენ:

ვალდესი, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, პინტო, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ტელიო, ალვესი, სერხი რობერტო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.