მასკერანო: „ბენიტესმა იცის, რომ „ბარსელონაშ“ თავს კარგად ვგრძნობ“
"ბარსელონას" არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო, El Grafico-სთან საუბრისას, არაერთ საინტერესო თემას შეეხო. მათ შორისაა მისი "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლა, ტატა მარტინო, ლიონელ მესი და კატალონიური გუნდის კრიტიკა.
"ბენიტესთან ხშირად ვსაუბრობ. სანამ "ბარსელონაში" გადმოვიდოდი, მის "ინტერში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი. მინდა თუ არა "ნაპოლიში" ბენიტესთან ერთად მუშაობა? თავს "ბარსელონაშც" კარგად ვგრძნობ და მან ეს იცის."
"ტატა მარტინო სერიოზული მწვრთნელია. მას თავისი საქმე უყვარს და ის სირთულეებს არ უშინდება. თუმცა, თავიდან, გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ "ბარსელონამ" ის აირჩია. არა იმიტომ, რომ მარტინოს შესაძლებლობაში ეჭვი მეპარებოდა. უბრალოდ, სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელები დიდ კლუბებში იშვიათად მუშაობენ."
"მესი კარგად აცნობიერებს, თუ რა გადახდა მას მიმდინარე წელს ტრავმების გამო. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს."
"თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ გოლი 3 პასში გაიტანო, 20 გადაცემის გაკეთება აუცილებელი არაა. "რაიოსთან" 4:0 მოვიგეთ, მაგრამ მეტოქეს ბურთის ფლობა უკეთესი ჰქონდა. როგორც ვიცი, 51%-49%-ზე იყო. ასეთ შემთხვევაში, პრესის მხრიდან კრიტიკა აბსურდულია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]