მესი და მასკერანო ნაკრებში დაბრუნდნენ
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ ეკვადორთან და ბოსნიასთან გასამართი მატჩებისთვის რჩეულ ფეხბურთელებს უხმო. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდნენ "ბარსელონას" ფეხბურთელები - ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო.
მასკერანომ და მესიმ არგენტინის ნაკრების ბოლო 2 თამაში ტრავმების გამო გამოვოტეს. ამჯერად, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ და საბელიამ ორივე მათგანს უხმო.
არგენტინა პირველ ამხანაგურ მატჩს 16 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 4 საათზე, ეკვადორის წინააღმდეგ გამართავს. 19 ნოემბერს, დილის 7 საათზე, არგენტინელები უკვე ბოსნიას დაუპირისპირდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]