კაკა: "საჭიროა, უკეთესი შედეგი უმოკლეს დროში ვაჩვენოთ"
როგორც "როსონერის" ნახევარმცველი აცხადებს, მისი გუნდი "ბარსელონასთან" სათამაშოდ აქტიურად ემზადება. შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მასიმილიანო ალეგრის შეგირდები საკუთარ მოედანზე "ფიორენტინას" წინააღმდეგ დამარცხდნენ (0-2). შუა კვირაში კი მათ კატალონიის სტუმრობა მოუწევთ.
"ახლა არც თუ ისე კარგი პერიოდი გვაქვს, რომელიც სწრაფად უნდა დავძლიოთ. გვჯერა, ამის გაკეთებას შევძლებთ", - აცხადებს კაკა.
"არ მინდა, რაიმე დაპირება გავცე. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და სიტუაციის გამოსწორებას რაც შეიძლება ნაკლებ დროში ვეცდებით".
"მიგვაჩნია, რომ "ბარსელონასთან" მატჩით ეს კვირა წარმატებულად დაიწყება. ამ გუნდს უდიდესი ამბიციები აქვს, თუმცა პირველ შეხვედრაში მათ წინააღმდეგ ქულის მოპოვება შევძელით", - დაასრულა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]