ინიესტა: "ბარსელონა" იმედს იტოვებს"
კატალონიელთა ნახევარმცველმა გუნდის ზედიზედ ორ დამარცხებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, "ბარსელონა" უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ (2-1), ხოლო შემდეგ პრიმერა დივიზიონში ბილბაოს "ატლეტიკთან" (1-0) დამარცხდა. ამის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში "ბარსას" და მადრიდის "ატლეტიკოს" თანაბარი 40-40 ქულა დაუგროვდათ.
"სეზონი საკმარისად ხანგრძლივია და ამიტომ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენ სწრაფად უნდა გავაუმჯობესოთ საკუთარი თამაში", - აცხადებს ანდრეს ინიესტა.
"ბარსა" იმედს იტოვებს. საკუთარ ძალებში კვლავ დარწმუნებულები ვართ. ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ ჩვენზე გავლენა არ უნდა მოახდინოს".
"წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა, თუმცა ჩვენ სიტუაციის გამოსწორებას ვგეგმავთ. გვჯერა, რომ ყველაფრის სწორად გაკეთებას შევძლებთ. ამრიგად, გუნდში ახლა დადებითი განწყოფა სუფევს", - დაასრულა 29 წლის ფეხბურთელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]