რიკელმე: "ბარსელონას" თამაში მწვრთნელის გარეშეც შეუძლია"

რიკელმე: "ბარსელონას" თამაში მწვრთნელის გარეშეც შეუძლია"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, არგენტინელმა ხუან რომან რიკელმემ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის ამჟამინდელი შედეგი გუნდის მთავარი მწვრთნელის ქმედებების დამსახურება ნაკლებად არის. იტყობინება, Abola.

"გასულ სეზონში ტიტო ვილანოვა რამოდენიმე თვე არ იმყოფებოდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, თუმცა მიუხედავად ამისა, "ბარსელონამ" მაინც მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება. დიდი პრობლემები კატალონიელებს მხოლოდ მაშინ ექნებათ, როდესაც კლუბს ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი, პიკე, მესი, პუიოლი... დატოვებენ. ჯერჯერობით ეს ჯგუფი ერთიანია, "ბარსას" კი მწვრთნელის გარეშეც შეუძლია ითამაშოს." - განაცხადა, რიკელმემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.