პიკემ სრული დატვირთვით ივარჯიშა
20 ნოემბრის ვარჯიშში მონაწილეობა გუნდის უდიდესმა ნაწილმა მიიღო. სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, ხერარდო მარტინოს განკარგულებაში დაბრუნდნენ ალექს სონგი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი, მარკ ბარტრა, სერხი რობერტო და ხავიერ მასკერანო.
თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა ხერარდ პიკემ, რაც შეეხება ხორდი ალბას, ის ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. ჩავი და ტელიო სპეციალურად მათთვის მომზადებული რეჟიმით ვარჯიშობდნენ. პირველ გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ "ჟუვენილ ა"-დან ადამა და "ბარსა ბ"-დან დონგუ.
ხერარდო მარტინოს განკარგულებაში ჯერ არ არიან დანი ალვესი, ნეიმარი და ალექსის სანჩესი, რომლებიც ბარსელონაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 11 საათზე დაბრუნდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]