Punto Pelota: "ბარსელონა" აგერის შეძენას იანვარში შეეცდება

Punto Pelota: "ბარსელონა" აგერის შეძენას იანვარში შეეცდება

კატალონიის "ბარსელონა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო ჯერჯერობით უკმაყოფილოა, კარლეს პუიოლისა და ჟერარ პიკეს თამაშით და სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს მცველი.

Punto Pelota-ს ინფორმაციით კატალონიური გრანდი კვლავ დაინტერესებულია, "ლივერპულის" დანიელი მცველით, დანიელ აგერით, რომელიც მერსესაიდელთა ძირითად შემადგენლობაში მუდამ ვეღარ ხვდება. გარდა აგერისა განიხილება მარტინოს ყოფილი კლუბის, "ნიუელს ოლდ ბოიზის" მცველის, სანტიაგო ვერჯინის ვარიანტიც და რა თქმა უნდა, დორტმუნდის "ბორუსიას" ტრავმირებული გერმანელი, მატს ჰუმელსი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.