"ბარსას" პუიოლი გამოაკლდა და ადრანო დაუბრუნდა
"ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკს" კაპიტნის გარეშე დაუპირისპირდება. კარლეს პუიოლის უთამაშებლობის მიზეზი მუხლის ტრავმაა. დღეს, 35 წლის ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და ის გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.
კარგი ამბავია განაცხადში ადრიანოს დაბრუნება. ზედიზედ მე-3 თამაშის განაცხადში მოხვდა ახალგაზრდა თავდამსხმელი ადამა ტრაორე. გარდა ამისა, 18-კაციან სიაში ადგილი პატრიკისთვისაც მოიძებნა.
"ატლეტიკთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება:
პინტო, ოლასაბალი, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, ადრიანო, სონგი, ს. რობერტო, პატრიკი, ადამა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]