Sport: ”აგუეროს ”ბარსელონაში” მესისთან ერთად სურს თამაში”

Sport: ”აგუეროს ”ბარსელონაში” მესისთან ერთად სურს თამაში”

”ბარსელონა” და პირადად ტატა მარტინო დაინტერესებულნი არიან ”მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს შეძენით. ეს უკანასკნელიც, ესპანური პრესის თანახმად, არ არის ამის წინააღმდეგი.

Sport.es-ის ცნობით, ”ბლაუგრანას” წარმომადგენლებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები 25 წლის ფეხბურთელთან. სულ ცოტა ხნის წინ მანჩესტერელთა მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ამტკიცებდა, რომ სერხიო არ აპირებდა კლუბის დატოვებას, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. წყაროს ცნობით, თავად აგუეროს სურს კატალონიაში გადაბარგება და მესისთან ერთად საკლუბო დონეზე თამაში.

”ბარსელონას” გარდა არგენტინელი ”ცხრიანით” ასევე დაინტერესებულია მადრიდის ”რეალი”. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.