"ბარსელონას" (ყოფილი) ფეხბურთელები რეკლამებში: რონალდინიო გაუჩო
როგორც მოგეხსენებათ სულ რამდენიმე დღის წინ დაგპირდით "ბარსელონას" ლეგენდის, რონალდინიო გაუჩოს რეკლამების დადებას. და აი მოვიდა დრო იხილოთ ბრაზილიელი ვარსკვლავი. მას უამრავ რეკლამაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამიტომ თუ ერთი–ორი მათგანი გამომრჩა, იმედია არ გამკიცხავთ.
დავიწყოთ Nike-ის რეკლამებით.
ახლა დროა გადავიდეთ გამაგრილებელი სასმელი, pepsi-ს რეკლამებზე. ჩემი აზრით მართლაც საუკეთესო რეკლამებია და აუცილებლად შემორჩება ფეხბურთის ისტორიას, რადგან მასში რონალდინიოსთან ერთად მონაწილეობენ: ტიერი ანრი, დეივიდ ბექჰემი, რონალდო (ფენომენი და არა პორტუგალიელი), რობერტო კარლოსი, რაულ გონსალეს ბლანკო, ფრანჩესკო ტოტი, ედგარ დევიდსი, ფრენკ ლემპარდი, ლიონელ მესი, ფრანცესკ ფაბრეგასი, ფერნანდო ტორესი და კიდევ სხვა ბევრი ვარსკვლავი.
ახლა კი გთავაზობთ ერთ–ერთ საუკეთესო Adidas–ის რეკლამას, რომელიც გადაღებულ იქნა სპეციალურად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის. რონალდინიო აქ მაინც და მაინც არ ჩანს, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით იგი სულ 1 წამით უნდა გამოჩნდეს თქვენს ეკრანებზე და შემდეგ კაკა ართმევს ბურთს. ვიდეო რგოლში ბევრი ლეგენდა ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას.
რონალდინიომ ასევე მონაწილეობა მიიღო Lenovo-ს რეკლამაში.
გაუჩომ გადაიღო Aspire–ს რეკლამა.
ახლა კი იხილეთ Agento-ს რეკლამა.
რონალდინიომ ასევე გადაიღო საღეჭი რეზინა, Trident Fresh–ის რეკლამა.
"რონალდინიოებმა" მონაწილეობა მიიღეს იაპონური ტელეარხი, Konica Minolta–ს რეკლამაში.
ამდენი რეკლამები და არც ერთი არ იყო ავტომობილზე. როგორც იქნა "დინიომ" Honda–ს ვიდეო რგოლში მიიღო მონაწილეობა.
ეს გახლავთ კომპიუტერული თამაში, FIFA 2008–ის რეკლამა რონალდინიოს მონაწილეობით.
FIFA 2009–ის რეკლამაში "რონი" არ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ მან მონაწილეობა მიიღო FIFA 2010–ის ვიდეო რგოლში. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად რეკლამაში მონაწილეობენ ბევრი ცნობილი ფეხბურთელები.
გთავაზობთ Rexona–ს რეკლამას, რომელიც ჩვენს სიაში ბოლოა. ვიდეოში ასევე მონაწილეობენ რიკელმე და პუიოლი (ეს ვიდეო დაემატება იმ სტატიას, სადაც პუიოლის რეკლამები იდო).
ახლა კი გავიხსენოთ, თუ როგორ თამაშობდა "დინიო" "ბარსელონაში".
იმედია ისიამოვნეთ რონალდინიოს რეკლამებით. სიაში შემდეგი ჩავიერ ერნანდესია ![]()
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]