გუნდი მზადებას აგრძელებს

გუნდი მზადებას აგრძელებს

პარასკევს პირველმა გუნდმა ჟოან გამპერის სავარჯიშო მოედანზე ივარჯიშა. ტატა მარტინო ყველა ჯანმრთელ ფეხბურთელთან ერთად განაგრძობს მზადებას "ხეტაფესთან" გასამართი დაპირისპირებისათვის. თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით კიდევ ერთხელ ივარჯიშა დანი ალვესმა. სავარჯიშო სესიას ასევე შემოუერთდნენ სარეზერვო გუნდის მოთამაშეები დონგუ და ლუკას გაფაროტი. რაც შეეხება ჩავის, ნახევარმცველი განცალკევებით იტვირთებოდა.

შაბათს 11 საათზე გუნდი ბოლოჯერ ივარჯიშებს, შემდეგ კი ტატა მარტინო პრესკონფერენციას გამართავს. კვირას "ბარსელონა" გაემგზავრება მადრიდში, სადაც ფეხბურთელები ღამით დარჩებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.