"ალმერია" რიოსის სრულად გამოსყიდვას აპირებს
"ალმერია" სეზონის დასასრულს "ბარსელონა ბ"-ს თავდამსხმელის, როდრი რიოსის სრულად შეძენას აპირებს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ესპანელი "ალმერიაში" არენდის წესების თანახმად ასპარეზობს.
კლუბებს შორის უკვე დაწყებულია შესაბამისი მოლაპარაკებები, იუწყება Inside Spanish Football. წყაროს თანახმად, "ალმერია" როდრის სრულად გამოსყიდვას მილიონი ევროს გადახდის შემდეგ შეძლებს.
მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში რიოსმა 14 მატჩი ჩაატარა, რომლის აქტივში 7 გოლია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]