"ოქროს ბურთის" დაჯილდოვება
29 ოქტომბერს, "ფიფამ" გამოაცხადა 23–კაციანი სია იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც იბრძოლებდნენ "ოქროს ბურთისთვის".
დეკემბრის მეორე კვირას, ორგანიზაციამ ეს სია 3 ფეხბურთელამდე შეამცირა, რომელშიც მოხვდნენ: რიბერი, რონალდუ და მესი. გამარჯვებული 13 იანვარს, ქალაქ ციურიხში გამოვლინდება.
რას მიაღწიეს ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებმა?
რიბერი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. იგი დაეხმარა მიუნხენის "ბაიერნს" ტრიპლეტის მოგებაში, ევროპის სუპერ თასის მოგებაში და ასევე დაეხმარა საფრანგეთის ნაკრებს, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში.
რონალდუმ წელი უტიტულოდ დაასრულა, მაგრამ მისი თამაშის ხარისხის დონე ძალიან მაღალი იყო. პორტუგალიის ნაკრებმა სწორედ მისი ჰეთ–თრიკის წყალობით დაამარცხა შვედეთი და მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება
მესიმ ეს წელი კვლავ მაღალ დონეზე ჩაატარა. იგი დაეხმარა კატალონიელებს, ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგებაში. არგენტინელმა, ტრავმის გამო გამოტოვა რამდენიმე თვე, მაგრამ მაინც მშვენიერი წელი ჰქონდა.
სხვა ჯილდოები
ოქროს ბურთის გარდა, არის ასევე შემდეგი ჯილდოები: წლის საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცი, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი, სამართლიანი თამაში (FIFA Fair Play Award) და პუშკაშის ჯილდო.
წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის წარდგენილნი არიან: იუპ ჰაინკესი, იურგენ კლოპი და სერ ალექს ფერგიუსონი.
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდოსთვის წარდგენილნი არიან: ნედინ ანგერერი, მარტა და ები ვამბახი.
წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელის ჯილდოსთვის წარდგენილნი არიან: პია სანდეჯი (შვედეთი), სილვია ნაიდი (გერმანია), რალფ კელერმანი (ვოლფსბურგი).
პუშკაშის ჯილდოსთვის წარდგენილია ნეიმარის, იბრაჰიმოვიჩისა და ნემანია მატიჩის გოლები.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]