ლუბო პენევი: "ატლეტიკო"-"ბარსა" დიდებული მატჩი იქნება"
"ატლეტიკოს", "ვალენსიასა" და "სელტას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუბო პენევმა მოახლოებული მატჩი განიხილა.
"შანსები 50/50-ზეა. არავის შეუძლია თქვას, ვინ მოიგებს. ორივე გუნდი ლა ლიგის მოგების ფავორიტები არიან. ეს მატჩი მნიშვნელოვანია ორივე გუნდისათვის. ძალიან კარგი მატჩი გველის წინ. ახლანდელი "ატლეტიკო" 95-96 სეზონის "ატლეტიკოს" მახსენებს. ატლეტიკო" თამაშობს აგრესიულ და ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს."
"მესის ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. ლეო 2 თვის შემდეგ სულ რაღაც 30 წუთით დაბრუნდა, თუმცა დუბლის შესრულება მაინც შეძლო. ამ 30 წუთში მან აჩვენა, რომ საოცარია."
"ბარსა" სრულიად სხვა ფეხბურთს თამაშობს, როდესაც მოედანზე მესი არაა, თუმცა მესიცაა დამოკიდებული ჩავიზე, ინიესტაზე და სხვა დიდებულ ფეხბურთელებზე."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]