ესნაიდერი: "ბარსას" წინააღმდეგ არცერთი გუნდი არაა ფავორიტი"
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან ესნაიდერმა ხვალ გასამართი მატჩი განიხილა.
"რთულია, "ბარსას" წინააღმდეგ ფავორიტი იყო. "ბარსას" შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ კლუბთან იყოს ფავორიტი. ვფიქრობ, ეს არის ისეთი რამ, რაც ფეხბურთს საუკეთესოს ხდის. "ატლეტიკო" კარგ დროს ხვდება "ბარსას". ისინი ახლა საუკეთესო ფორმაში არიან."
"მესი საუკეთესოა. არასდროს მინახავს ორ ფეხბურთელს შორის ისეთი მსგავსება, როგორიც აქვთ მესის და მარადონას. ეს უკანასკნელი ჩემთვის დიდებული ფეხბურთელი იყო. "ოქროს ბურთს" სწორედ მესის მივცემდი. სიმეონე დიდებული მწვრთნელია "ატლეტიკოსთვის", ხოლო "ატლეტიკო" სიმეონესთვის საუკეთესო გუნდი."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]