"ბარსელონა" ლა ლიგის ზამთრის ჩემპიონია
"ვისენტე კალდერონზე, "ატლეტიკოსთან" ფრის შემდეგ, "ბარსა" ზამთრის ჩემპიონი გახდა. "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველი წრე 50 ქულით დაასრულა. ამდენივე ქულა აქვს "ატლეტიკოს", თუმცა ბურთების შეფარდებით, "ბარსელონა" ჩემპიონი გახდა.
ამ 19 მატჩში "ბლაუგრანამ" მხოლოდ 1 წააგო "ატლეტიკთან", "სან მამესზე". ხოლო 2 მატჩი, "ოსასუნასთან" და "ატლეტიკოსთან" ფრედ დაასრულა.
"ატლეტიკოსაც" ასეთივე შედეგი აქვს. მათ წააგეს "ესპანიოლთან" და ფრედ დაასრულეს შეხვედრა "ვილიარეალთან" და "ბარსელონასთან".
აღსანიშნავია, რომ ხორხე ვალდანოს შემდეგ, მარტინო პირველი არგენტინელი მწვრთნელია, რომელმაც ლა ლიგის ზამთრის ჩემპიონობა შეძლო. ვალდანომ, მადრიდის "რეალის" ექს-მწვრთნელმა, ეს 94-95 წლებში შეძლო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]