ზამთრის ჩემპიონები!

ზამთრის ჩემპიონები!

 

მიუხედავად იმისა, რომ 2012/13 სეზონის პრიმერას პირველი წრის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, სადაც "ბარსა" "ესპანიოლს" და "მალაგას" დაუპირისპირდება, გუნდი უკვე ზამთრის ჩემპიონია. "ვალიადოლიდთან" (1:3) გამარჯვებამ გუნდს მე–2 ადგილოსან მადრიდის "ატლეტიკოსთან" 9 ქულიანი უპირატესობა შეანაჩუნებინა. პირველ წრეში კი გასათამაშებელი 6 ქულაა.

 

"ბარსელონამ" 17 შეხვედრიდან 16 მოიგო და შესაძლო 51 ქულიდან 49 დააგროვა. კატალონიელებს ასევე გოლის გატანის საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ. 17 შეხვედრაში ვილანოვას შეგირდებმა 59 გოლი გაიტანეს და ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღეს.

 

ლა ლიგის ჩემპიონები 11 შემთხვევაში

 

"ბარსელონას" ლა ლიგის ტიტული 21–ჯერ აქვს მოპოვებული, ხოლო 11–ჯერ მას შემდეგ, რაც გუნდი ზამთრის ჩემპიონი გახდა. ბოლოს "ბარსამ" პრიმერა მაშინ მოიგო, როცა ზამთრის ჩემპიონი გახდა 2010/11 სეზონში, მაშინ გვარდიოლას შეგირდებს 19 ტურში 52 ქულა ჰქონდათ. პეპ გვარდიოლას გუნდის შედეგი 19 ტურის შემდეგ საუკეთესოა. ტიტო ვილანოვას გუნდს კი პირველ წრეში კიდევ 6 ქულისთვის აქვს სათამაშო, რეკორდამდე კი 1 ქულაა საჭირო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.