პუიოლმა გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, კარლეს პუიოლმა ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა, რომ წასულიყო ნაკრებიდან, მან ეს ინფორმაცია მარკასთან საუბრისას გააჟრერა.
ფეხბურთელის გადაწყვეტილების შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკე და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, ფერნანდო იერო ცდილობენ, რომ ფეხბურთელმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. ზემოთხსენებულ ადამიანებს შორის უკვე გაიმართა საუბარი, მაგრამ ფეხბურთელი მყარად დგას არჩეულ პოზიციაზე, მას არ სურს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა. კარლესის სიტყვებით იგი ნაკრებს მშვიდად დატოვებს და ამის გამო მას სინდისი არ შეაწუხებს ვინაიდან მან ნაკრებისთვის გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეეძლო.
ამასთან გეტყვით, რომ ფეხბურთელმა ვისენტე დელ ბოსკეს სთხოვა, რომ იგი მექსიკასთან გასამართ შეხვედრაში 11 აგვისტოს, არ შეეყვანა ეროვნული ნაკრების განაცხადში. პუიოლის დებიუტი ეროვნულ გუნდში 10 წლის წინად იყო, 2000 წელს, როცა ესპანეთი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა.
წყარო:www.championat.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]