პუიოლმა კარიერა, შესაძლოა, კატარში ან ამერიკაში გააგრძელოს

პუიოლმა კარიერა, შესაძლოა, კატარში ან ამერიკაში გააგრძელოს

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კარლეს პუიოლმა გადაწყვიტა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კლუბიდან სეზონის ბოლოს კატარულ ან ამერიკულ გუნდში გადაინაცვლოს.

როგორც ცნობილი გახდა, 35 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "ალ სადი" იჩენს, იტყობინება "Sky Sport Italia".

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პუიოლი მლს-ს კლუბებიდან მოლაპარაკებებს "ნიუ იორკ რედ ბულსთან" და "ნიუ იორკ სიტისთან" აწარმოებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს გაიმართა კარლეს პუიოლის პრესკონფერენცია, სადაც ესპანელმა მცველმა განაცხადა, რომ მას კატალონიური კლუბის დატოვება მიმდინარე სეზონის დასარულს სურს. საუბრისას "ბარსელონას" კაპიტანმა ხაზი ასევე იმასაც გაუსვა, რომ მისმა თამაშის დონემ დაიწია, რაც მუხლის ტრავმამ გამოიწვია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.