საინტერესო ფაქტები გუშინდელი თამაშიდან

საინტერესო ფაქტები გუშინდელი თამაშიდან

ფრის მიუხედავად, "ბარსელონა" აგრძელებს ლა ლიგაში ლიდერობას, რაც უკვე 58 კვირა გრძელდება.

  • სესკი არის გუნდის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 2014 წლის ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან ორ დაპირისპირებაში გაიტანა. ფაბრეგასი სამჯერ შეცვალეს.
  • ამ სეზონში ხერარდ პიკემ თავისი მესამე, ხოლო ლა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა. მცველმა ორჯერ გამოიჩინა თავი ჩემპიონთა ლიგაზე. "ბარსელონას" პირველი გუნდის შემადგენლობაში მას 18 გოლი აქვს გატანილი.
  • ლა ლიგაში დონგუს დებიუტი შედგა. აქამდე მან პირველ გუნდთან ერთად ითამაშა ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე.
  • "ბარსელონამ" 2014 წელს პირველად გაუშვა გოლი. ამ წელს კატალონიელებმა კარი მშრალად 4-ჯერ შეინახეს.
  • ვიქტორ ვალდესმა ნოემბრის შემდეგ პირველად გაუშვა გოლი, თუმცა მას რამდენიმე თამაში გამოტოვებული ჰქონდა ტრავმის გამო.
  • ალბამ (14), ბუსკეტსმა (12) და პიკემ (11) ყველაზე ბევრჯერ დაიბრუნეს ბურთი. ჩავის ყველაზე ბევრი, 114, გადაცემა ჰქონდა გუშინდელ შეხვედრაში.
  • ეს შეხვედრა მონტოიასათვის 50-ე იყო (38 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება).
  • ლეო მესისათვის ეს შეხვედრა პირველი გუნდის შემადგენლობაში 399-ე იყო. მე-400 თამაშის ჩატარება არგენტინელს ამ ოთხშაბათს "ლევანტეს" წინააღმდეგ ან კვირას "კამპ ნოუზე" შეუძლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.