მარტნოს კომენტარი
გთავაზობთ ხერარტო მარტინოს მატჩისშემდგომ კომენტარს.
"მართალია, რომ როდესაც მესი თამაშობს, მას თამაშის ბედის შეცვლა ჩვენ სასარგებლოდ შეუძლია. ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესია, დიდ სივრცეებს გვიქმნის, რაც შეტევაში ბევრად გვეხმარება. მან დღეს 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩვენს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა."
"პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. "ლევანტემ" ძალიან კარგი თამაში აჩვენა. გაგვიმართლა, რომ მათ მეორე ტაიმში შეცდომა დაუშვეს, რის შემდეგაც თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ. ამის შემდეგ, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო კარგ თამაშს ვაჩვენებდით."
"ბლაუგრანას" არგენტინელმა სპეციალისტმა ტელიო შეაქო: "არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა 90 წუთში შეუძლიათ, არიან ისეთებიც, რომლებიც ამას 15 წუთშიც კი ახერხებენ. ეს მატჩი ბევრს ნიშნავს. მან კარგი თამაშით დაამტკიცა, რომ უფრო მეტად სანდო ფეხბურთელია. ტელიოს სჭირდებოდა ასეთი მატჩი."
"ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს გუნდში და ლოგიკურია, მე ყველას მივცემ საკმარის სათამაშო დროს. დღეს ჩვენ პირველი ტაიმი ცუდი, მეორე კი კარგი გვქონდა. ვფიქრობ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ როდესაც თამაში ისე არ მიდის, როგორც გვინდა, შეგვიძლია გამოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც რაღაცას შეცვლიან."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]