"ბარსელონა" "მალაგასთვის" ემზადება
დღეს დილით "ბარსელონამ" "სიუტატ ესპორტივოს" მეორე მოედანზე ვარჯიში გამართა. კოპა დელ რეის მატჩის, ოთხშაბათის და ხუთშაბათის სავარჯიშო სესიების შემდეგ, ტატა მარტინოს გუნდი "მალაგას" წინააღმდეგ მატჩისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს დაუბრუნდა. სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო ყველა შესაძლო ფეხბურთელმა. პირველ გუნდთან ერთად ასევე ემზადებოდა "ბარსა ბ"-ს მოთამაშე დონგუ. იბრაჰიმ აფელაიმ სესიის შემდეგ სასიხარულო ამბავი შეიტყო. მან სამედიცინო დასტური მიიღო.
ტრავმირებულები კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა და ნეიმარი აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]