"ბარსელონამ" დაადასტურა: ნეიმარის მშობლებმა 40 მილიონი ევრო მიიღეს
"ბარსელონას" უკვე ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ ნეიმარის ტრანსფერის ფინანსური დეტალები გაამხილა, იტყობინება Sport.es. მისი თქმით, ფეხბურთელის ოჯახმა 40 მილიონი ევრო მიიღო, კიდევ 17 მილიონ ევრო კი ბრაზილიური კლუბის ანგარშიზე დაირიცხა. მან აღნიშნა: სხვა გადახდები არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელმა "ბარსელონას" საპრეზიდენტო პოსტი დატოვა. მის გადაწყვეტილებაზე დიდი როლი ატეხილმა სკანდალმა ითამაშა, რომელიც ნეიმარის "სანტოსიდან" ტრანსფერზე შეიქმნა. როსელი დიდი თანხის მითვისებაში დაადანაშაულეს თაღლითობის შედეგად, შემდეგ კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" რეალურად ბრაზილიელისთვის 95 მილიონი ევრო გადაიხადა და არა 57, რაც ოფიციალურად იყო ცნობილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]