ჰაინკესი: "ბარსელონაში", რომ ვიყო ტერ შტეგენთან კონტრაქტი გაფორმებული მექნებოდა"

ჰაინკესი: "ბარსელონაში", რომ ვიყო ტერ შტეგენთან კონტრაქტი გაფორმებული მექნებოდა"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ახალგაზრდა გერმანელი მეკარის, მარკ ანდრე ტერ შტეგენის მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" "ბარსელონაში" შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრა.

"ტერ შტეგენი უკვე მზად არის, რომ ჩაანაცვლოს ვიქტორ ვალდესი. ის ახალგაზრდაა, თუმცა არ შეიძლება, რომ მას მოუმწიფებელი ვუწოდოთ.

მე რომ "ბარსელონაში" ვყოფილიყავი, ტერ შტეგენთან კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი მექნებოდა" - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა წელს გერმანულ ბუნდესლიგაში "ბორუსიას" მაისურით ყველა შესაძლო მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.