პიკე: „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისთვის ემზადება“

პიკე: „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისთვის ემზადება“

ესპანეთის ერვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ დაადასტურა, რომ მისი გუნდი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება, რომელიც გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში.

"ჩვენთვის, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი იქნება ერთ-ერთი მთავარი სეზონში და არ გვინდა, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდეს. რა თქმა უნდა, ინგლისელები ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან, ამიტომ დაპირისპირებისთვის მზადება ჩვენ უკვე ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვარდნა გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ამ წყვილში ბევრ რამეს გადაწყვეტს დაცვაში მოქმედება."

"ჩვენ ვნახეთ, როგორ დაამარცხა "ჩელსიმ" "სიტი". მაგრამ ალბათ, "ბარსელონას" ასეთ სტილში თამაში არ შეუძლია, ეს არ არის ჩვენი სტილი. გუნდს აქვს სხვა ძლიერი მხარეები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ," - განაცხადა პიკემ Sport.es-თან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.