ტატა მარტინოს პრესკონფერენცია

ტატა მარტინოს პრესკონფერენცია

წინა კვირას "ბარსელონა" "ვალენსიასთან" დამარცხდა, რის გამოც ხვალინდელი დაპირისპირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. "ეს მატჩი გადამწყვეტია. ალბათ, ამ სეზონის ერთ-ერთი ურთულესი გასვლითი შეხვედრაა... თუმცა ლა ლიგაში ჯერ კიდევ გრძელი გზა არის გასავლელი"- განაცხადა მარტინომ.

მწვრთნელის დახასიათებით, " "სევილია" ძალიან ინტენსიური გუნდია, რომლის ფეხბურთელები თავდაუზოგავად მუშაობენ. საკუთარ მოედანზე თამაშისას ძლიერები არიან. ამ სეზონში მათი დამარცხება გაგვიჭირდა. სტრატეგიაზე ბევრს მუშაობენ."

მარტინოს თქმით, ბოლოდროინდელი პესიმიზმის შემდეგ ფეხბურთელებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ. "გუნდზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება. საკუთარი თავი უნდა გავაძლიეროთ. სამ დღეში ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავედით. ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ."

"ჩვენი პირველი ტაიმი "ვალენსიას" წინააღმდეგ ძალიან კარგი იყო, მეორე კი - ცუდი. "რეალ სოსიედადთან" გუნდმა სწორად ითამაშა, მაგრამ შანსები უკეთესად უნდა გამოვიყენოთ."

ტატამ განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები უფრო იშვიათი იქნება. "როტაციისთვის უფრო და უფრო ცოტა შესაძლებლობაა. ეს სეზონის გადამწყვეტი ეტაპია და, რა თქმა უნდა, ცვლილებების რაოდენობა შემცირდება, მაგრამ შანსებს მაინც მივცემთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კარგად ითამაშებენ." ანდრეს ინიესტა ბოლო ორი თამაშია სათადარიგოთა შორის ხვდება. ტატამ ნახევარმცველზეც გააკეთა კომენტარი: "მისთვის ნორმალური იქნებოდა გუნდში ყოფნა. მხოლოდ ვითარებიდან გამომდინარე არ ითამაშა მან ეს 2 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.