პუიოლი განაცხადშია, ნეიმარი - არა

პუიოლი განაცხადშია, ნეიმარი - არა

ტატა მარტინომ "სოსიედადთან" გასამართი მატჩის განაცხადში 23 ფეხბურთელი შეიყვნა. ამ სიაში ვერ მოხვდნენ ჯონათან დოს სანტოსი და ნეიმარი.

დოს სანტოსი რომ "სოსიედადთან" ვერ ითამაშებდა, ეს სიახლე არაა. იყო მოლოდინი, რომ განაცხადში მოხვდებოდა ნეიმარი, მაგრამ როგორც ჩანს, არგენტინელმა სპეციალისტმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ჯანმრთელობა არ გარისკა. თუმცა, სან სებასტიანში გუნდთან ერთად დოს სანტოსი და ნეიმარიც გაემგზავრებიან, რათა ესპანეთის თასის ფინალში გასვლა თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნონ.

განაცხადში მოხვდნენ ოიერ ოლასაბალი და კარლეს პუიოლი, რომლებმაც ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს.

"სოსიედადთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, ოიერი, მონტოია, პიკე, მასკერანო, ალვესი, ადრიანო, ალბა, პუიოლი, ბარტრა, სონგი, ბუსკეტსი, ს. რობერტო, ფაბრეგასი, ინიესტა, ჩავი, პედრო, აფელაი, ტელიო, სანჩესი, კუენკა, მესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.