განაცხადში 21 ფეხბურთელი მოხვდა
პარასკევს ყველა ჯანმრთელმა ფეხბურთელმა ივარჯიშა "Sports City-ში". გუნდი "რაიო ვალიეკანოსთან" გასამართი შეხვედრისათვის ემზადება.
გუნდთან ერთად ივარჯიშა ნეიმარმა. ბრაზილიელი 21 კაციან განაცხადში მოხვდა. ჩავი სპორტულ დარბაზში სპეციფიკურ სამუშაოებს ასრულებდა. მწვრთნელმა ნახევარმცველის დასვენება გადაწყვიტა. ჩავისთან ერთად განაცხადს მიღმა დარჩნენ კუენკა, ოიერი და დოს სანტოსი.
შაბათს განაცხადიდან 3 ფეხბურთელი ამოვარდება.
"ბარსელონას" განაცხადი: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, ნეიმარი, მაშერანო, ბარტრა, სერხიო, სონგი, ალბა, აფელაი, ტელიო, ადრიანო, ალვესი და სერხი რობერტო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]