გუნდმა გეზი მილანისკენ აიღო
"ბარსელონას" პირველმა გუნდმა გეზი მილანისკენ აიღო. 10:40 საათზე გუნდის თვითმფრინავმა დატოვა ბარსელონას აეროპორტი და მილანში 12:05 საათზე ჩაფრინდება, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამართავს "მილანთან". გუნდთან ერთად იმყოფება პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტები, ხავიერ ფაუსი და კარლეს ვილარუბი, დირექტორები, ჟორდი მოიქსი, პილარ გიუნოვარტი, რამონ პონტი, ჟოან ბლადე, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი, მანელ აროიო, ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა და რამონ კიერკო. გუნდთან ერთადაა სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.
იტალიაში ჩაფრენის შემდეგ ფეხბურთელები სასტუმრო "Hotel Rosa Grand"-ში დაისვენებენ. 18 საათზე კი ჟორდი როურა და კარლეს პუიოლი პრეს-კონფერენციას გამართავენ. 19 საათზე ფეხბურთელები "სან სიროს" სტადიონზე ვარჯიშს ჩაატარებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]