5 მილიონი ევრო ჰალილოვიჩის სანაცვლოდ
"ბარსელონა" სერიოზულად აპირებს ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველის, ალენ ჰალილოვიჩის შეძენას.
კატალონიელები 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში გეგმავენ. ნახევარმცველის მომსახურებით დაინტერესებულია ბევრი ევროპული კლუბი. "ბლაუგრანა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადასახდელად მზადაა.
გარდა ამისა, კატალონიური კლუბი ზაგრების "დინამოს" სხვადასხვა დამატებით ბონუსებს სთავაზობს, რაც დამოკიდებული იქნება ჰალილოვიჩის შედეგიან თამაშზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]