სუბისარეტა ზაგრებში გაემგზავრა, რათა ჰალილოვიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართოს

სუბისარეტა ზაგრებში გაემგზავრა, რათა ჰალილოვიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართოს

კატალონიის "ბარსელონა" აპირებს, რომ ზაგრების "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ალან ჰალილოვიჩის ტრანსფერი დააჩქაროს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში გაემგზავრა, რათა მოლაპარაკება გამართოს ზაგრების "დინამოს" ხელმძღვანელობასთან 17 წლის ჰალილოვიჩის საზაფხულო ტრანსფერთან დაკავშირებით, იტყობინება sport.es

წყაროების თანახმად კატალონიის "ბარსელონას" გადაწყვეტილებამ ჰალილოვიჩთან დაკავშირებით გაამძაფრა სხვა ევროპული კლუბების ინტერესი 17 წლის ფეხბურთელის მიმართ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი ხორვატულ კლუბს ჰალილოვიჩის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობს და ამას დამატებული თითოეული მატჩის ბონუსი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.