ჩავი: "ვიმედოვნებ, რომ ნეიმარზე ეს მოვლენები გავლენას არ მოახდენს"

ჩავი: "ვიმედოვნებ, რომ ნეიმარზე ეს მოვლენები გავლენას არ მოახდენს"

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა მხარდაჭერა გამოუცხადა თავის თანაგუნდელს ბრაზილიელ ნეიმარ ჟუნიორს, რომლის ბრაზილიური "სანტოსიდან" კატალონიურ კლუბში ტრანსფერის თაობაზე ესპანეთის სასამართლოა ჩართული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კლუბი 9.1 მილიონი ევროთი დააჯარიმეს, რადგან მათ ბრაზილიელი ვარსკვლავის ტრანსფერი გააყალბეს.

"იმედი მაქვს, რომ მიმდინარე მოვლენები, რაც ნეიმარის ირგვლივ ხდება მის თამაშზე გავლენას არ მოახდენს, მინდა აღვნიშნო, რომ მან შესანიშნავი თამაში აჩვენა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩში ბოლო 15 წუთი ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.